გრინვუდმა უსაფრთხოება გააძლიერა - ორი პირადი მცველი და ვიდეოკონტროლი
ავტორი: Salo Qobalia • 4-02-2022, 01:27

მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, მეისონ გრინვუდმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. გუშინ, ინგლისელი შემტევი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და გრინვუდი ჩეშაირში მდებარე სასახლეში დაბრუნდა, რომლის სანაცვლოდაც ყოველთვიურად 14 000 გირვანქა სტერლინგს იხდის.
Daily Mail-ის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა 2 პირადი მცველი დაიქირავა, რომლებიც სასახლის ტერიტორიას რეგულარულად გააკონტროლებენ. გარდა ამისა, ინგლისელმა მიიწვია ექსპერტი, რომელმაც ვიდეოთვალთვალის სისტემა დააყენა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, აღნიშნულ სისტემაში 8 კამერაა ჩართული.
როგორც მოგეხსენებათ, გრინვუდი პატიმრობაში აღარ იმყოფება. 20 წლის შემტევი, რომელმაც გისოსებს მიღმა 3 დღე გაატარა, გირაოს სანაცვლოდ, გუშინ დილით გაათავისუფლეს და მის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გეტყვით იმასაც, რომ „მანჩესტერმა“ გრინვუდის მაისური გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო Nike-მა მას კონტრაქტი გაუწყვიტა.
გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. თავდაპირველად, ინგლისელ ფეხბურთელს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, გუშინ კი ბრალდებებს სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარების განხორციელება დაემატა.