,,ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალას მმატებს" - საბა ქუმარიტაშვილი ბიძაშვილზე

ავტორი: Salo Qobalia • 4-02-2022, 01:26



ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს პეკინი უმასპინძლებს, სადაც ქართველ მოციგავეს, საბა ქუმარიტაშვილს ვიხილავთ.

საბა ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი გახლავთ, რომელიც 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს გარდაიცვალა. უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი ციგიდან გადმოვარდნილი კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ცნობილმა Guardian-მა საბას შესახებ სტატია გამოაქვეყნა - ,,ქართველის გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე, ბიძაშვილის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ", სადაც თავად საბას კომენტარიცაა: ჩვენი ოჯახის ყველა თაობაში იყო ერთი სპორტსმენი, ახლა ნოდარის ამ  გზას მე და მამა მივყვებით. მასზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალას მმატებს. ვფიქრობ, რომ ყველა სპორტმენის მიზანი და ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაა. ეს მიზანი 2 წლის წინ დავისახე, ახლა კი აქ ვარ.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია