ლაპორტას და ხავის დემბელეს გამო უთანხმოება შეექმნათ - Marca
ავტორი: Salo Qobalia • 4-02-2022, 01:23

„ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, გუნდის მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესთან უსმან დემბელეს გამო უთანხმოება შეექმნა.
Marca-ს ინფორმაციით, ლაპორტას სურს, რომ დემბელემ კატალონიური გუნდის მაისურით სეზონის ბოლომდე ვერცერთი მატჩი ვეღარ ჩაატაროს.
ხავი კი, თავის მხრივ, მყარად იცავს თავის პოზიციას, რომ დემბელე სეზონის ბოლომდე გუნდთან ერთად უნდა დარჩეს. მან იცის ფრანგის რეალური დონე და ფიქრობს, რომ უსმანს გუნდის დახმარება შეუძლია. ასევე ხავის აზრით, დემბელე პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაეხმარება ადაპტაციაში, რომელთან ერთადაც ის „დორტმუნდში“ თამაშობდა.
უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის საბჭო გაიმართება, რომელზეც დემბელეს საკითხი გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება უარი თქვა, რის შემდეგაც „ბარსამ“ მას ჯერ სხვა გუნდში გადასვლა შესთავაზა, შემდეგ ხელშეკრულების გაწყვეტა, თუმცა ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მიიღო.