მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რობოტ რეფერის გამოიყენებენ

ავტორი: Salo Qobalia • 3-02-2022, 01:10



ლონდონის „ჩელსი“ გახდება პირველი ინგლისური კლუბი, რომლის მატჩსაც რობოტი გვერდითა არბიტრი მოემსახურება.

9 თებერვალს ტუხელის გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში (3-დან 12 თებერვლის ჩათვლით) ჩაებმება და ეს ახალი ტექნიკური ინოვაცია სწორედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტესტება, რომელიც შესაძლოა მალე გაცილებით სერიოზულ ტურნირებზეც ვიხილოთ, შესაძლოა ყატარის 2022 წლის მუნდიალზეც კი.

ფიფას საფეხბურთო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორმა, იოჰანეს ჰოლცმიულერმა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„როდესაც ბურთი თამაშში იქნება, რობოტ რეფერის VAR-ის ოთახში სიგნალის გაგზავნა წამში შეეძლება. ჩვენ გვეყოლება ვიდეო რეფერის ერთგული დამხმარე, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს თამაშგარე მდგომარეობის მონაცემები და დაგვეხმაროს იმის დადგენაში, იყო თუ არა მოთამაშე თამაშგარეში. მას სწრაფად შეეძლება გადაწყვეტილების დადასტურება“.
როგორც ამის შესახებ დაიწერა, რობოტ ვიდეო რეფერის თამაშგარეს დადგენა ნახევარ წამში შეეძლება და ინფორმაციას ის იმწამსვე VAR-ის ოთახს შეატყობინებს, რაც თამაშის გაწელვას და ზედმეტი დროის დაკარგვას თავიდან აგვარიდებს.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია