მიულერი: "ბუნდესლიგის საქმე არც ისე კარგადაა, ჩვენ მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა დიდი გამონაკლისი იყო"
ავტორი: Salo Qobalia • 3-02-2022, 01:09

„ბაიერნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ჯილდოებისა და ტიტულებისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ის, რასაც მესი და რონალდუ აკეთებენ ბოლო 15 წლის განმავლობაში და რასაც ლევანდოვსკი აკეთებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში, არაამქვეყნიური რაღაცაა. მაინც, რა თქმა უნდა, მათთან ახლოს მისვლას ვცდილობ.
რაც შეეხება ტიტულებს შერეული გრძნობები მაქვს. ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს, თუ დიდი ინდივიდუალური პრიზების მოგება გინდა. და შესაძლოა ბევრი მოთამაშეა ისეთივე სტატისტიკით, როგორიც მე მაქვს, რომლებიც ამ ჯილდოებისთვის 100%-ით კონკურენციას ვერ გაუწევენ, მაგრამ მაინც აქვთ ძლიერი ინდივიდუალური თვისებები.
ეს პრიზები ყოველთვის ნიშნავს, რომ ეს არის ბრწყინვალე მოთამაშე განსაკუთრებული ნიჭით. და ის მოთხოვნადი უნდა იყოს საერთაშორისო ბაზარზე.
გერმანული ფეხბურთი ახლა არ არის მწვერვალზე, რადგან ბოლო დროს ბუნდესლიგაში ყველაფერი კარგად არ მიდის. 2020 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გამარჯვება საკმაოდ დიდი გამონაკლისია“,
- განუცხადა მიულერმა Bild-ს.
მიულერმა საგოლე გადაცემების მხრივ ბოლო წლებში მის შთამბეჭდავ შედეგებზეც ისაუბრა და პარალელი ლეო მესისთან გაავლო:
„საგოლე პასების მხრივ ჩემი კონკურენტი მხოლოდ ლეო მესი თუ იქნება. თუ, ბოლო 3 წლის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, მე მასზე წინაც ვარ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან კონკურენცია მოტივაციას მმატებს. მაგრამ ჩემი პირდაპირ მესისთან შედარებას აზრი არ აქვს"