ისტორიული წინსვლა რეიტინგში და გაზრდილი შანსი მსოფლიოს შესარჩევზე
ავტორი: Salo Qobalia • 3-02-2022, 01:08

ფუტსალში ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებმა საქართველო 3:1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, თუმცა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, რაც დიდი წარმატებაა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. უეფას ფუტსალის რეიტინგში ამჟამად მე-11 ადგილზე ვიმყოფებით.
ეს ქართული ფუტსალის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ევრო 2022-ის დაწყებამდე გუნდი მე-17 ადგილს იკავებდა.
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ახალი პრინციპით ატარებს. საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში მოხვდა, რაც ჯგუფიდან გასვლის შანსს ერთიორად გვიზრდის, რადგან ჯგუფში შედარებით სუსტი მეტოქეები გვეყოლება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში აზერბაიჯანთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 3:2 მოიგო. მეორე ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ მეორე შეხვედრაში „ქამბექი'' შეასრულა და 1/4-ფინალში გასვლა გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთმა საქართველო 8:0 დაამარცხა.