2027 წლის ზაფხულამდე - სიტიმ კანსელუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ავტორი: Salo Qobalia • 2-02-2022, 01:09

„მანჩესტერ სიტიმ“ ჟოაუ კანსელუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ქალაქელებს“ საკუთარი მომავალი კიდევ ორი წლით დაუკავშირა და „ეტიჰად სთედიუმზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„მანჩესტერ სიტი ფანტასტიკური კლუბია და ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. სიტის ფეხბურთელებს ყველაფერი აქვთ, რათა თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწიონ. საუბარი მაქვს საოცარ ინფრასტრუქტურაზე, მსოფლიო დონის თანაგუნდელებსა და მწვრთნელზე, რომელიც ყოველდღე გვიბიძგებს იმისკენ, რომ უკეთესები ვიყოთ.
მსოფლიოში ფეხბურთის სათამაშოდ უკეთესი ადგილი არ არსებობს და აქ მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. კარიერის დასრულებამდე, მინდა, უამრავ რამეს მივაღწიო და სიტი ჩემი ამბიციების რეალობად ქცევის საუკეთესო შანსს მაძლევს. ახალი კონტრაქტი ნიშნავს, რომ ამიერიდან, მთელ ყურადღებას ჩემი თამაშის გაუმჯობესებასა და სიტისთან ერთად, უფრო მეტი ტიტულის მოგებაზე გადავიტან“, - განაცხადა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდს 2019 წელს შეუერთდა. „ქალაქელთა“ მაისურით მან 106 შეხვედრა ჩაატარა და კლუბთან ერთად, 3 ტიტული მოიგო.