ბათუმის დინამომ მეორე შეკრება დაგეგმა - ერთ-ერთი მეტოქე რუბინია

ავტორი: Salo Qobalia • 2-02-2022, 01:08



საფეხბურთო კლუბი ბათუმის ''დინამო'' მეორე უცხოურ შეკრებას კვლავ თურქეთში გაივლის.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული ამხანაგურ შეხვედრებს ბელგრადის ''პარტიზანთან'' (5 თებერვალი), ყაზანის ''რუბინთან'' (8 თებერვალი), ლვოვის ''ლვივთან'' (11 თებერვალი) და ტალინის ''ლევადიასთან'' (14 თებერვალი) გამართავს.
მოგეხსენებათ, ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილი ყაზანის ''რუბინის'' ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, რომელიც დიდი ალბათობით ბათუმის ''დინამოს'' წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება ესტონურ კლუბს, ''ლევადიას'' ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილია, რომელმაც გასულ სეზონში ესტონეთის ჩემპიონატის 32 მატჩში 24 გოლი შეაგდო.
პირველ თურქულ შეკრებაზე ბათუმის ''დინამომ'' პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერი პოზნანის ''ლეხი'' 2:1 დაამარცხა, ასევე პოლონურ ''რაკუვთან'' კი ფრედ 3:3 ითამაშა.

გასული სეზონის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი და 19 წლის მცველი ლუკა ავალიანი ქობულეთის ''შუქურაში'' გაანათხოვრა. მათ გარდა, ბათუმის ''დინამო'' შემდეგმა მოთამაშეებმა დატოვეს:
გიული მანჯგალაძე, მალხაზ გაგოშიძე, გაგი მარგველაშვილი, ლუკას გროცურეკი, გიორგი ნიქაბაძე, ლაშა შინდაგორიძე, ვაკო თევდორაძე, გაგი მარგველაშვილი.
გასულ ზამთარში ბათუმის ''დინამო'' რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდა:
მილან რადინი, სტეფან დენკოვიჩი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ბეგაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია