''ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაიწერა'' - კობიაშვილი ფუტსალის ნაკრებზე
ავტორი: Salo Qobalia • 2-02-2022, 01:07

ფუტსალში ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებმა საქართველო 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, თუმცა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, რაც დიდი წარმატებაა.
ფუტსალის ნაკრების ასპარეზობას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც Facebook-ში დაწერა:
ფუტსალის ნაკრების ასპარეზობას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც Facebook-ში დაწერა:
''მადლობა ჩვენს ნაკრებს! სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაწერა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა. ფუტსალის გუნდის თითოეული წევრი, უდიდეს მადლობას იმსახურებს იმ ემოციებისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭა. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღევანდელ თამაშში ბიჭების საოცარი მონდომება და თავდაუზოგავი ბრძოლა დავინახეთ, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგების იმედი გაგვიჩინა. თუმცა, ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით - მათ შეძლეს და ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებში მოახვედრეს. მადლობა ჩვენ საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის! ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება! ეს შენი გუნდია!''
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო აზერბაიჯანთან 0:2 აგებდა, თუმცა 3:2 მოიგო. მეორე ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ''ქამბექი'' შეასრულა და 1/4-ფინალში გასვლა გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთმა საქართველო 8:0 გაანადგურა. 1/4-ფინალში რუსეთთან მარცხის (1:3) მიუხედავად საქართველოს ნაკრების გამოსვლა წარმატებულად უნდა შეფასდეს, ასათიანის გუნდი ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.