''რომარიო დედა*******ი იყო, ახალგაზრდებს ბუცების გაწმენდას აიძულებდა''
ავტორი: Salo Qobalia • 2-02-2022, 01:06

ბარსასა'' და მადრიდის ''რეალის'' ექს-ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდომ თანამემამულე რომარიოზე ძალიან გულწრფელად ისაუბრა. მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა გადაცემა Twitch show Bobo TV-ის სტუმარი იყო.
''რომარიოსგან და ბებეტოსგან ბევრი ვისწავლე. ისინი ჩემთვის ინსპირაციას წარმოადგენდნენ მაშინაც კი, როცა რომარიო დედა*******ი იყო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბუცების გაწმენდასა და ყავის მოტანას აიძულებდა''. ''მოგვიანებით, 1997 წელს, როცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, ოქროს ბურთი მოგებული მქონდა და კოპა ამერიკისთვის ვემზადებოდით, რომარიომ მოულოდნელად მითხრა: ''მზად იყავი, ღამე გარეთ გავალთ, არ იდარდო''. ''ის მომზადებული იყო, რომ სასტუმრო კიბის საშუალებით დაგვეტოვებინა, მეორე მხარეს კი ტაქსი გველოდებოდა. დილის 5 საათზე დავბრუნდით, ვარჯიშზე გამოფიტული ვიყავი, ენერგია არ მქონდა. რომარიომ ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ დავღლილიყავი და სასტარტოში ჩემი ადგილი დაეკავებინა''.
მას შემდეგ რომარიოს ბრაზილიის ნაკრებში დიდხანს არ უთამაშია, რონალდო კი მზად არ აღმოჩნდა, რომ 1998 წლის მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრები შეეჩერებინა.
2002 წელს ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რონალდომ ფინალში დუბლი შეასრულა, ბრაზილიამ გერმანიას მისი გოლებით სძლია. ასევე, 8 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის ''ოქროს ბუცი'' მოიგო.
რონალდომ სანაკრებო კარიერა 2011 წელს დაასრულა, მას შემდეგ ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატია არ მოუგია.
რონალდო ფეხბურთზე მეოცნებე ბავშვების კუმირი იყო, მათ შორის იმ ფეხბურთელების, რომლებიც დღეს თანამედროვე ფეხბურთში ეპოქას ქმნიან. მაგალითად, მესიმ AS-თან საუბარში განაცხადა:
''რონალდო ნაზარიო ფენომენი იყო. ვინც კი ოდესმე მინახავს, ის საუკეთესო ფორვარდია, ძალიან შთამბეჭდავი იყო''.