ოფიციალურად - არველაძემ ჰალ სიტიში პირველი ტრანსფერი განახორციელა
ავტორი: Salo Qobalia • 1-02-2022, 01:18

შოთა არველაძის ჰალ სიტიმ ირანელი ფორვარდი, ალაჰიარ საიადმანეში დაიმატა. ინფორმაცია ფენერბახჩემ სოციალური ქსელით დაადასტურა და დაწერა, რომ საიჯარო მოლაპარაკებები წარმატებით დღეს დასრულდა, შედეგად, ფეხბურთელი ქართველი სპეციალისტის გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
20 წლის ირანელი ფენერბახჩეს საკუთრება იყო და იჯარით უკრაინულ ლუგანსკის ზორიაში ასპარეზობდა. ირანის ნაკრებში კი 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რამდენიმე დღის წინ, შოთა არველაძის დებიუტი ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოვიდა. ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ჰალ სიტიმ საკუთარ მოედანზე, უშუალო კონკურენტი სუონსი ანგარიშით - 2-0 დაამარცხა.
შოთა არველაძე პირველი ქართველი სპეციალისტია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. არველაძემ 2020 წლის მიწურულს ტაშკენტის ფახთაქორი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო, თუმცა სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში თურქეთის სუპერლიგაში წარმატებით მუშაობდა, შემდეგ კი ებრაული თელ-ავივის მაქაბი ევროპა ლიგის ჯგუფში შეიყვანა.