გამოსყიდვის უფლებით - ბარსამ ტრაორე იჯარით დაიბრუნა
ავტორი: Salo Qobalia • 30-01-2022, 01:15

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ადამა ტრაორე ''ბარსაში'' დაბრუნდა. ''ვულვზის'' საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''ბარსას'' ტრაორეს გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.
26 წლის ტრაორე ''ლა მასიას'' აღზრდილია, 2013-15 წლებში პირველ გუნდში დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერა ''ნისლიან ალბიონზე'' გააგრძელა.
ტრაორე ''ასტონ ვილასა'' (2015-16) და ''მიდლსბროში'' (2016-18) ასპარეზობის შემდეგ 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ვულვერჰემპტონში'' გადავიდა. საერთო ჯამში, პრემიერ ლიგაში 160 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.
შემტევს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ „ვულვზს“ ტრაორეს შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ, „მგლებმა“ „ეშტორილიდან“ ჩიქინიო გაიფორმეს, რომელიც 21 წლის, საკმაოდ პერსპექტიული გარემარბი გახლავთ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ცნობისთვის, ტრაორეს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. „ვულვზის“ მაისურით მან 20 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია.