„დავპოსტავ სანდრომ რაც უნდა გააკეთოს“ - მამუმ თანაგუნდელთან სანაძლეო წააგო

ავტორი: Salo Qobalia • 29-01-2022, 09:27



„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა თანაგუნდელ უესლი მეთიუზთან სანაძლეო წააგო. 27 იანვარს, კოლეჯთა ლიგაში „მარკეტისა“ და „სეტონ ჰოლის“ დაპირისპირება გაიმართა და მეგობრული სანაძლეო სწორედ ამ მატჩს ეხებოდა.
კოლეჯში ყოფნისას მეთიუზი „მარკეტის“ რიგებში ასპარეზობდა, სანდრო კი „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავდა და ვისი ყოფილი გუნდიც გაიმარჯვებდა, სანაძლეოს მოგებული სწორედ ის იქნებოდა. „მარკეტის“ მოგების შემთხვევაში, მამუკელაშვილს ნებისმიერი რამ უნდა გაეკეთებინა, რასაც მეთიუზი მოისურვებდა, ხოლო თუ ქართველი კალათბურთელი მოიგებდა, მეთიუზს „სეტონ ჰოლის“ სპორტული ეკიპირება უნდა შეეძინა.
მატჩი „მარკეტის“ გამარჯვებით დასრულდა და ახლა სანდროს თანაგუნდელის სურვილის შესრულება მოუწევს. მეთიუზმა არ გაამხილა, რას აპირებს და განაცხადა: „თქმას მირჩევნია დავპოსტო სანდრომ რაც უნდა გააკეთოს, რათა ყველამ ნახოს, რა ხდება, როცა ფსონს მარკეტის წინააღმდეგ ჩამოდიხარ.“



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია