„სმაილები გამოგვიგზავნა და"... - რატომ დაბლოკა კრიშტიანუმ Transfermarkt
ავტორი: Salo Qobalia • 28-01-2022, 01:21

2020 წლის მარტში, კრიშტიანუ რონალდუმ Transfermarkt-ის „ინსტაგრამ“ გვერდი დაბლოკა. ცნობილმა პორტალმა ჟორჟე მენდეშის კლიენტების საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა და მათი სატრანსფერო ღირებულებები დაასახელა, კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: „რონალდუს ვერ ვთაგავთ, რადგან მან თავისი სატრანსფერო ღირებულების ნახვის შემდეგ, დაგვბლოკა".
მოგვიანებით, Transfermarkt-ს ჰკითხეს, პორტუგალიელმა ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო, რაზეც გერმანულმა ვებგვერდმა განაცხადა: „მან გვითხრა, რომ თავისი სატრანსფერო ღირებულებით უკმაყოფილოა". Athletic-თან საუბრისას, Transfermarkt-ის კოორდინატორმა, დანიელ ბუშმა სწორედ ეს ისტორია გაიხსენა და საზოგადოებას მოახსენა, მოვლენები როგორ განვითარდა.
„კრიშტიანუმ ჩვენი სოციალური მედიის ბიჭებს წერილი გამოუგზავნა. მათ რონალდუს უპასუხეს, აუხსნეს, ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღეთ და უთხრეს: „შენი ასაკის ჯგუფში შენ ნომერ პირველი დიდი უპირატესობით ხარ.“ ვფიქრობ, განსხვავება 30-50 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ამის შემდეგ კრიშტიანუმ სმაილები გამოგვიგზავნა და დაგვბლოკა.“
შეგახსენებთ, რომ იმ მომენტში, კრიშტიანუ რონალდუს ღირებულება 75 მილიონ ევრომდე იყო შემცირებული და პორტუგალიელის განრისხება სწორედ ამან გამოიწვია.