"სასაცილოა, რომ 20 მილიონზე ნაკლებად არ ჰყიდიან" - რუსული მედია ხვიჩაზე

ავტორი: Salo Qobalia • 26-01-2022, 01:16



Kp.ru ლეონიდ სლუცკის და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. გამოცემა რუს მწვრთნელს, ქართველ ფეხბურთელს და "რუბინს" აკრიტიკებს. გთავაზობთ ამონარიდს:
„სლუცკი ხიბლს კარგავს და ზედიზედ მესამე გუნდს ვერ უმკლავდება. რუსი მწვრთნელი „ჰალ სიტიდან“ და „ვიტესიდან“ გაუშვეს. მგონი „რუბინშიც“ იგივე ბედი ელის. გასული სეზონი ყაზანურმა კლუბმა მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ წელს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ რამდენიმე ქულა აშორებს.
 გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავი პრესა ჰქონდა და ბევრს აქებდნენ, ისევ „რუბინშია.“ ახალგაზრდა ქართველით ყველა აღფრთოვანებული იყო და გასულ სეზონში მისი ტრანსფერის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდებოდა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩა უკანა პლანზე გადავიდა. ის კვლავ შესანიშნავი დრიბლიორია, მაგრამ პრობლემები აქვს.
 როდესაც „რუბინი“ ვერ თამაშობს, „ვარსკვლავი“ ხვიჩა კვარაცხელიაც არ ჩანს. რეალურად, ქართველი ფეხბურთელი „რუბინის“ კრიზისის მსხვერპლი გახდა. ახლა იმის მოსმენა, რომ კლუბს ხვიჩას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს და ნაკლებ ფასად არ ჰყიდიან, უბრალოდ სასაცილოა.“




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია