აგენტი: "დიბალა ინტერში წავა და ამას მალე ნახავთ"
ავტორი: Salo Qobalia • 26-01-2022, 01:14

პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია. არგენტინელი ფეხბურთელის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში იწურება და გაუგებარი მიზეზების გამო შეთანხმება ვერ ხერხდება.
ამასთან დაკავშირებით, იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფულვიო ვალკარეჯიმ, რომელიც პაულოსთან არ მუშაობს, სენსაციური განცხადება გააკეთა.
ვალკარეჯი: „პაულო დიბალა „ინტერში“ წავა! ამას თქვენ მალე ნახავთ! ტურინელთა ხელმძღვანელებთან მისი ურთიერთობა მთლიანად გაფუჭდა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ზაფხულში არგენტინელი ფეხბურთელი „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. „ნერაძურისთვის“ კი ეს დიდებული ტრანსფერი იქნება.“
აღსანიშნავია, რომ დიბალას პირველად არ უკავშირებენ „ინტერს.“ იქამდე, სანამ პაულო „იუვენტუსში“ გადაბარგდებოდა, აქტიურად იწერებოდა, რომ ის „ნერაძურის“ შეუერთდებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი „ბებერ ქალბატონზე“ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ტურინელთა „ათიანი“ ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს. დეკემბერში კლუბი თანახმა იყო, თუმცა მოლაპარაკება თებერვლამდე გადადო. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ „ბიანკონერიში“ სულ მალე დუსან ვლაჰოვიჩი გაოფიციალურდება და დიბალას პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდება.
დიბალა „იუვენტუსში“
28 წლის შემტევი ტურინულ გრანდს 2015 წელს „პალერმოდან“ შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, პაულომ „ბებერი ქალბატონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 277-ჯერ მოირგო, 111 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.