ძირითადში მოხვედრა გაუჭირდებოდა - რატომ ჩაიშალა რონალდუს სიტიში ტრანსფერი?

ავტორი: Salo Qobalia • 24-01-2022, 01:28



გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და პორტუგალიელი „იუნაიტედში“ დაბრუნდა.

The Athletic-მა დღეს ამ მოლაპარაკებების დეტალები გაასაჯაროვა.

წყაროს ცნობით, როცა მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა რონალდუ დარწმუნებული არ იყო, რომ იგი „სიტიში“ ძირითადის ხელშეუხებელი წევრი იქნებოდა. ამის შემდეგ სიტუაცია აირია.

„სიტი“ დარწმუნებული იყო, რომ რაჰიმ სტერლინგი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და რონალდუს შემადგენლობაში მოხვედრა უფრო გაუმარტივდებოდა, თუმცა ინგლისელის „კამპ ნოუზე“ გადაბარგება არ შედგა.

ამის შემდეგ, „სიტი“ მზად იყო რიად მაჰრეზისა და ბერნარდო სილვას სანაცვლოდ შემოთავაზებები განეხილა, მაგრამ კლუბის მოლოდინი არ გამართლდა, მათ შესაბამისი წინადადება ვერ მიიღეს.

გუარდიოლა ფიქრობდა, რომ თუ ვინმეს გაყიდდა რონალდუს უპრობლემოდ ათამაშებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ამის შემდეგ მოლაპარაკებები კლუბის (სიტის) ინიციატივით შეწყდა, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თვლიან, რომ „ქალაქელების“ მხრიდან მხოლოდ საბაბია.

36 წლის რონალდუმ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია