კლოპი: "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას სალაჰის, მანესა და კეიტას გარეშე მივაღწიეთ"

ავტორი: Salo Qobalia • 24-01-2022, 01:27



ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „კრისტალ პალასის“ დამარცხების შემდეგ (3-1) ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელსაც გუნდი აჩვენებს მო სალაჰის, სადიო მანეს და ნაბი კეიტას აფრიკის თასზე გამგზავრების შემდეგ.

ამ ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, „ლივერპულს“ ხუთ მატჩში ოთხი მოგება და ფრე აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას მათ გარეშე მივაღწიეთ. მათმა წასვლამ ვითარება დაძაბა. როცა ფლანგზე მაქსიმალური სიჩქარე არ გაქვს, რა თქმა უნდა, ამ ზონებში კორექტირება გვჭირდება. ბიჭებმა კარგი საქმე გააკეთეს. მათ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და მე ამით კმაყოფილი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ცდილობ ყველაფერი გააკეთო და ყოველთვის ვერ აჯობებ მეტოქეს და ვერ იქნები დომინანტი, მაგრამ შედეგი აუცილებელია. ეს არის ფეხბურთი. გაგვიჭირდა, მაგრამ შევძელით. კრისტალ პალასი მართლაც კარგი გუნდია. პირველი 35 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ზონები გავხსენით. და მათ უფრო მეტად სურდათ მასში შესვლა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ტკბილს ხდის გამარჯვებას, რადგან ჩვენ საქმეს თავი ძალიან კარგად გავართვით",
- განუცხადა კლოპმა Sky Sports-ს.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. თუ „მერსისაიდელები“ გამოტოვებულ მატჩსაც მოიგებენ, სხვაობა 6 ქულა იქნება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია