მარკინიოსი მესიზე: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან”

ავტორი: Salo Qobalia • 23-01-2022, 22:06



,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, მარკინიოსმა, არგენტინელ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან. მესი პარი სენ ჟერმენში პოტენციალს ხედავს. მან იცის, რომ ამ გუნდთან ახალი ტიტულების მოგების შესაძლებლობა აქვს,” – მარკინიოსის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს.

მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ლიგა 1-ის 21 ტურის შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი” 50 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ნიცას” 8 ქულით უსწრებს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია