"მე მას რჩევას ვერ მივცემ" - ანჩელოტი აზარის სიტუაციაზე

ავტორი: Salo Qobalia • 23-01-2022, 01:10



გამუდმებულმა ტრავმებმა გარეთ ბეილი და ედენ აზარი დატანჯეს. ბოლო პერიოდში, ბელგიელ შემტევს ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აწუხებს, თუმცა ხშირად თამაშის საშუალება მაინც არ ეძლევა. ამის ფონზე, სპორტულ მედიაში დაიწყო საუბრები, რომ ის „რეალს“ მალე დატოვებს.

„სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, აზარზე და ბეილზე ისაუბრა. იტალიელის თქმით, ედენთან არანაირი პრობლემა არ აქვს.
ანჩელოტი:

 „სამწუხაროდ, ტრავმების გამო ორივე ფეხბურთელის კარიერა ცუდად წარიმართა. აზარი თვენახევარია, რაც ფიზიკურად კარგად მუშაობს. მე მას ვერანაირ რჩევას მივცემ, რადგან მტკიცე ხასიათი აქვს და კარგად იცის, თუ რა არის მისთვის უკეთესი. გარეთის და ედენის კლასი დაგვეხმარებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. იმედი მაქვს, სეზონის მეორე ნახევარში მათი გამოყენება შემეძლება.

 ჩემსა და აზარს შორის უცნაური არაფერი მომხდარა. კონფლიქტს ადგილი არ აქვს. უბრალოდ, მე ვარ მწვრთნელი, რომელიც ვალდებულია შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელი დააყენოს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. მე ასევე ისკოზე, სებალიოსზე, ნაჩოზე და ლუკა იოვიჩზეც ვსაუბრობ. ედენი კვლავ „რეალის“ ფეხბურთელია და მხოლოდ ვარჯიშზეა ფოკუსირებული. სხვა სათქმელი არაფერი მაქვს.“



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია