"შემიძლია დავადასტურო", - კარლო ანჩელოტის ედენ აზარის მომავალზე ჰკითხეს

ავტორი: Salo Qobalia • 23-01-2022, 01:08



მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ედენ აზარის მომავალზე ჰკითხეს.

ბოლო დროს პრესაში გავრცელდა, რომ ბელგიელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს და არც ესპანური კლუბია მისი გაყიდვის წინააღმდეგი.

„შემიძლია დავადასტურო, რომ მომდევნო სეზონის გეგმებში ჩვენთან ედენ აზარიც შედის. ძალიან კარგი იქნება, თუ ის ხვალინდელ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

დამღალეთ თუ არა აზარზე კითხვების დასმით? არა, როცა ვიღლები - ვიძინებ. 

მარსელოს დისკვალიფიკაცია ცოტა გადაჭარბებულია, არ ვიცი რა უთხრა მან არბიტრს. 

ასენსიო, ვალეხო და მარიანო ხვალ არ ითამაშებენ, მათ ტრავმა აქვთ. კარვახალს კოვიდ19 აქვს დადასტურებული, სხვები კი მწყობრში გვყავს. 

ბეილი კარგ ფიზიკორ კონდიციებშია და გუნდთან ერთად ყოველდღე ვარჯიშობს. 

კაზემიროს შემცვლელის მოძიება? ეს შეუძლებელია, ასეთი უბრალოდ არ არსებობს.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია