სუპერგუნდი - როგორი შემადგენლობა ეყოლება ზიზუს "პსჟ"-ში

ავტორი: Salo Qobalia • 20-01-2022, 16:41



როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ლეგენდა და ყოფილი მთავარი მწრთვნელი ზინედინ ზიდანი სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, "პარი სენ-ჟერმენს" ჩაიბარებს.

საინტერესოა, თუ როგორი შემადგენლობა ეყოლება ზიზუს პარიზში, რადგან პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მათი ლიდერი კილიან მბაპე ახალ სეზონს "რეალის" რიგებში დაიწყებს.

გასულ დღეებში დაიწერა, რომ ფრანგს თავის გუნდში "ბლანკოსის" შემტევის, კერძოდ, ედენ აზარის ხილვა სურს. მოგეხსენებათ, ზიდანს "პსჟ"-ში კიდევ ერთი ყოფილი მადრიდელი სერხიო რამოსიც დახვდება.

გთავაზობთ, ერთ-ერთ ვარიანტს, თუ როგორი იქნება ზიზუს გუნდის შემადგენლობა.

მეკარე: დონარუმა;

მცველები: ბერნატი, რამოსი, მარკინიოსი, ჰაკიმი;

ნახ.მცველები: ვეინალდუმი, ვერატი, გეი;

შემტევები: მესი, ნეიმარი, აზარი;




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია