რა შემთხვევაში გაუშვებენ ზიდანს რეალიდან?

ავტორი: Salo Qobalia • 17-01-2021, 16:03



ავტორიტეტული გამოცემა COPE-ს ჟურნალისტი, არანჩა როდრიგესი, ზინედინ ზიდანის მომავალზე საუბრობს.

ესპანელი ქალბატონი თავისი ავტორიტეტულობით და სანდოობით არის ცნობილი და ზიდანზე საუბრისას, მან შემდეგი რამ თქვა:

„ამ ეტაპზე, ზიდანს გაშვება არ ემუქრება. ის გუნდთან ერთად სეზონს ბოლომდე აუცილებლად ჩაამთავრებს.

თუმცა, თუ „რეალი“ ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებს, საკმაოდ დიდი ალბათობით, ზიზუ გუნდს ზაფხულში დატოვებს.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.

ზიდანის გაშვებაზე საუბარი განსაკუთრებით მაშინ გახშირდა, როცა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა დაემუქრა. თუმცა, მადრიდელებმა პრობლემური პერიოდი დაძლიეს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია