„თითქმის გამოვჯანმრთელდი" - მესიმ გულშემატკივრებს მიმართა

ავტორი: Salo Qobalia • 14-01-2022, 01:51


პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ქომაგებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

„როგორც იცით, კორონავირუსი მქონდა და მინდა, თითოეულ თქვენგანს გამოგზავნილი შეტყობინებებისთვის მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ თითქმის გამოვჯანმრთელდი, თუმცა ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის დავბრუნდები და ბოლო პერიოდში იმ მიზნით ვვარჯიშობ, რომ 100 პროცენტით მზად ვიყო. წლეულს საინტერესო გამოწვევები გველოდება და იმედია, მალე შეგხვდებით“.

საინტერესოა. რომ მესის პოსტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, Mundo Deportivo-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ლა პულგა“ „ბრესტთან“ იუქმებს და არგენტინის ნაკრების მატჩებსაც გამოტოვებს. კორონავირუსის შემდეგ, ლეო დამოუკიდებლად ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად მზად მალე იქნება.

ცოტა ხნის წინ, გაირკვა, რომ არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მესის დასვენებას აპირებს. „ალბისელესტეს“ მუნდიალის საგზური განაღდებული აქვს და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, ლეო ნაკრებში ჩამოსვლის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელი მიიღებს.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია