მე-4 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე - ქართული წყვილის წარმატებული ასპარეზობა

ავტორი: Salo Qobalia • 14-01-2022, 01:50


ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ქალთა მოკლე პროგრამა გაიმართა, რომლის შემდეგაც, მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე თავისუფალი პროგრამით სპორტული წყვილები წარდგნენ.

ქართულმა სპორტულმა წყვილმა, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ შესანიშნავად იასპარეზეს და მე-4 ადგილი დაიკავეს. კარინა და ლუკა მხოლოდ რუს წყვილებს ჩამორჩნენ, რომლებიც ტურნირის მთავარ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.

მოკლე პროგრამის შემდეგ, საფინა და ბერულავა 61.93 ქულით, მე-6 პოზიციაზე იყვნენ. მსაჯებმა მათი დღევანდელი გამოსვლა 122.12 ქულით შეაფასეს. ქართულმა წყვილმა ტექნიკურ ელემენტებში 62.30 ქულა დაიმსახურა, ხოლო პრეზენტაციაში - 59.82. საბოლოოდ, მათ 184.05 ქულა დააგროვეს, რაც მე-4 ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდა.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია