რივალდო ოქროს ბურთზე: "France Football-ი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას უნდა დაელოდოს"

ავტორი: Salo Qobalia • 13-01-2022, 01:26


1999 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რივალდომ, 2022 წელს ჯილდოს მოგების ფავორიტები დაასახელა და თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.

„ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებული ლეო მესი და წლევანდელი ერთ-ერთი ფავორიტი რობერტ ლევანდოვსკი 2022 წელს ჯილდოს მოსაგებად კვლავ იბრძოლებენ და ორივე მთავარ ფავორიტად მიმაჩნია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის გამო, შესაძლოა ბრძოლას სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. მეჩვენება, რომ მბაპეს ძალიან საინტერესო პერსპექტივები აქვს, რადგან მას აქვს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი. იგივე შემიძლია ვთქვა ნეიმარზე, რომელიც მბაპესთან ერთად თამაშობს იმავე კლუბში და თამაშობს ბრაზილიის ნაკრებში. მიმაჩნია, რომ France Football-ი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას უნდა დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ხმა წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს. გადაწყვეტილება ამ ტურნირის შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა რივალდომ.       ლევანდოვსკი ოქროს ბურთის შესახებ „ყველამ ვიცით, რომ მესი დიდი სახელია. ჩვენ ვიცით, რას მიაღწია მან. მე ვამაყობდი, რომ მასთან ერთად ვიყავი სათავეში. მესისთან დუელი ჩემთვის დიდი პატივია. ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. ერთი მხრივ, ვამაყობდი, მეორე მხრივ, ცოტა მოწყენილი ვიყავი, რადგან 2020 წელს ჯილდო გაუქმდა. ჩვენ მიერ მოპოვებული თასების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს ნომინანტთა შორის ბაიერნის სხვა ფეხბურთელებიც იქნებოდნენ".



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია