დესაი: "ბენზემა წარმოუდგენელია, მისი მიღწევები ხშირად შეუმჩნეველი რჩება"

ავტორი: Salo Qobalia • 13-01-2022, 01:25

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარსელ დესაიმ მადრიდის „რეალის“ ლიდერი ქარიმ ბენზემა შეაქო და მისი პროგრესი აღნიშნა.
დესაიმ ხაზი გაუსვა, რომ რონალდუს წასვლის შემდეგ, ბენზემამ პოტენციალი სრულად გამოავლინა.
„მან შეძლო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის მთლიანად პორტუგალიელის განკარგულებაში იყო, როდესაც ისინი ერთად თამაშობდნენ.
 ბენზემა ყოველი დღის შემდეგ ამტკიცებდა, რომ იგუაინს და მორატას სჯობდა და საბოლოოდ გუნდში სწორედ ის დარჩა. ფლორენტინო პერესი მას ენდობოდა, ზოგიერთი სტატისტიკით კი ქარიმმა რონალდუს აჯობა.
 რასაც ის აკეთებს, წარმოუდგენელია, თუმცა მისი მიღწევები ხშირად შეუმჩნეველი რჩება”.
- თქვა დესაიმ.
ბენზემამ რეალში ახალი ისტორია დაწერა
კარიმ ბენზემას მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 301 ოფიციალური გოლი დაუგროვდა და ის ახლა მესამე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს 7 გოლით ჩამორჩება. რაულამდე კი 22 გოლი აშორებს. პირველ ადგილს 450 გოლით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. ცნობისთვის, კარიმ ბენზემამ 301 გოლი 584 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა.

მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია