შევჩენკოს დღეები დათვლილია - ჯენოა რუდი გარსიას უმიზნებს

ავტორი: Salo Qobalia • 13-01-2022, 01:23


ანდრეი შევჩენკო „ჯენოაში“ 2 თვის წინ დაინიშნა. ახლა კი უკრაინელი სპეციალისტი გათავისუფლების საშიშროების ქვეშ დგას. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელად „რომას“ ყოფილ დამრიგებელს რუდი გარსიას მოიაზრებს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიაში შევჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხმები რამდენიმე დღეა ვრცელდება და მეტიც, შესაძლოა ანდრეი უახლოეს პერიოდში დაითხოვონ. ახალგაზრდა სპეციალისტის ბოლო თამაში შესაძლოა თავისი ყოფილი კლუბის „მილანის“ წინააღმდეგ იყოს. „ჯენოა“ და „მილანი“ ერთმანეთს კოპა იტალიაზე დაუპირისპირდებიან, რომელიც 13 იანვრით თარიღდება.

7 ნოემბერს „ჯენოამ“ ცუდი შედეგების გამო დავიდე ბალარდინი გაუშვა. შევჩენკო  დანიშვნის შემდეგ იტალიურ კლუბს 10-ჯერ გაუძღვა. 3 ფრე, 6 მარცხი და 1 გამარჯვება - ასეთია უკრაინელის მონაგარი.

რუდი გარსიაზე ინფორმაციას Tuttomercatoweb-იც ადასტურებს. ფრანგი სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია. შეგახსენებთ, რომ გარსია 2021 წელს „ლიონიდან“ გაათავისუფლეს. ასევე გეტყვით, რომ მას სერია ა-ში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით რუდი „რომას“ დამრიგებელი იყო.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია