ფეხბურთი და პანდემია: ბაიერნი ერთადერთი კლუბია, რომელმაც ამ მონაკვეთში მოგება ნახა

ავტორი: Salo Qobalia • 13-01-2022, 01:22


აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ გააანალიზა ევროპის 8 საუკეთესო ლიგის ჩემპიონის ფინანსური მაჩვენებლები 2020/21 ფინანსური წლისთვის, რომელიც ემთხვევა საფეხბურთო სეზონს.
„მანჩესტერ სიტი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც იღებს უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე წინა სეზონში და ის უფრო მაღალია, ვიდრე იყო 2018/19 წლების სეზონში, უკანასკნელი კოროვირუსული პანდემიის წინ. კლუბმა გამოიმუშავა 644 მილიონი ევრო, რაც ყველაზე მაღალია ევროპულ კლუბებს შორის.
აღსანიშნავია, რომ KPMG-ს ანგარიშის შექმნის მომენტში „მანჩესტერ სიტის“ მოგების ან ზარალის შესახებ მონაცემები არ ჰქონდა.
მიუნხენის „ბაიერნი“ კი ერთადერთი გუნდია ტოპ 8 ლიგის კლუბებს შორის, რომელმაც ამ მონაკვეთის (პანდემია) განმავლობაში გადასახადების შემდეგ მოგება ნახა - 1,8 მილიონი ევრო.
ყველაზე დიდი ზარალი „ინტერს“ ჰქონდა - 245,6 მილიონი ევრო.
„ატლეტიკომ“ ამ ფინანსური წლის განმავლობაში 111,7 მილიონი ევროს ზარალი გამოაცხადა. წინა სეზონში მადრიდულმა კლუბმა 1,8 მილიონი ევრო დაკარგა. კლუბის ფინანსური მდგომარეობის ეს გაუარესება, პირველ რიგში, ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებით არის განპირობებული.
მოხსენებაში ასევე განხილულია „ლილის“, „აიაქსის“ , „სპორტინგის“ და „ბეშიქთაშის“ ფინანსური შედეგები. ამ ოთხმა კლუბმა ამ მონაკვეთში ფინანსური ზარალი მიიღეს.
უცნაურია, რომ ხსენებულ ანგარიშში არ მოხვედრილა „ბარსელონა“, რომელიც მართალია ამჟამად ფინანსურ მდგომარეობას ასტაბილურებს, თუმცა ცნობილია, რომ კატალონიელებმა პანდემიისას 1.3 მილიარდის ზარალი ნახეს.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია