89-ე ტიტული! რაფაელ ნადალი დაბრუნდა და ფორმაშია
ავტორი: Salo Qobalia • 9-01-2022, 17:11

რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალმა (6) მორიგი ტიტულის მოგება მოახერხა და დაამტკიცა, რომ ავსტრალიის ღია პირველობას საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება.
35 წლის ესპანელმა ლეგენდამ მელბურნში მოსამზადებელი ტურნირის ფინალში ამერიკელი მაქსიმ კრესი (112) ორ სეტში, 7:6 (8:6), 6:3 დაამარცხა და კარიერაში 89-ე ტიტულის მოაგება შეძლო. ფინალი როდ-ლეივერ-არენაზე, ავსტრალიის ცენტრალურ კორტზე გაიმართა. რაფას ამ ტურნირზე ერთი სეტიც კი არ წაუგია.
როგორც იცით, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა აგვისტოში, აშშ-ის ღია პირველობაზე ასპარეზობა ტრავმის გამო შეწყვიტა. დეკემბერში რაფა აბუ დაბის ტურნირზე გახლდათ მიწვეული და კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 17 იანვარს იწყება და რომელიც რაფას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული (ტურნირის რეკორდსმენი ნოვან ჯოკოვიჩია 9 ტიტულით).
“ტრავმები უკან მოვიტოვე, ახლახან დავბრუნდი და შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირის მოგება შევძელი, - განაცხადა ნადალმა და თავის გუნდს მადლობა გადაუხადა, - ბოლო წელიწადნახევარი ჩემთვის ძალიან რთული იყო.”
პროფესიული ჩოგბურთის ისტორიაში (1968 წლიდან) ნადალზე მეტი ტიტული მხოლოდ ჯიმი კონორსს (109), როჯერ ფედერერს (103) და ივან ლენდლს (94) აქვთ მოგებული. საინტერესოა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 86 ტურნირი აქვს მოგებული.