ტატო გრიგალაშვილი – დოჰაში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედი
ავტორი: Salo Qobalia • 13-01-2021, 04:39

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ყველაზე პერსპექტიულ და ამომავალ ვარსკვლავად აღიარა. ისიც ამ სტატუსს ამართლებს.
ტატო გრიგალაშვილზე მოგახსენებთ. ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტზე, რომელმაც 2020 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წლეულს კი დოჰაში მიმდინარე მასტერსზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
„პრაიმსპორტი“ ტატო გრიგალაშვილს დოჰაში შეეხმიანა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
-პირველ რიგში მინდა დავით ხახალეიშვილის გარდაცვალება ყველას მივუსამძიმრო. ეს უდიდესი შოკი იყო. ბატონი დავითი ქართული ძიუდოს და ზოგადად სპორტის გამორჩეული ფიგურა იყო. მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველას გული დაგვწყვიტა.
–შარშან ევროპის ჩემპიონი გახდი, წლეულსაც სეზონი წარმატებით დაიწყე. რამდენად ელოდი ასეთ შედეგს?
-ევროპის ჩემპიონობა უდიდესი ბედნიერება იყო. იმ გამარჯვებამ ორმაგად მოტივირებული გამხადა. დოჰაში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედი, სხვა შედეგს არც განვიხილავდი. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ოქროს მედალი მოვიპოვე.
-ყველაზე მატად რომელ ბრძოლას გამოყოფდი?
-ასე არ ვყოფ. როდესაც ტატამზე გავდივარ ნებისმიერი მეტოქე ჩემი მტერია. ისე, ნახევარფინალში რუს მოწონააღმდეგესთან გამარჯვებამ განსაკუთრებით გამახარა. სხვანაირი შეგრძნება იყო.
-ფიქრობდით რომ ჩემპიონი გახდებოდით?
-დიახ, რადგან მე ტურნირზე თუ მივდივარ, ჩემპიონობის გარდა არაფერზე ვფიქრობ. ყოველთვის ალბათ ეგ არ მოხდება, მაგრამ შენ მაქსიმუმი უნდა გაიღო. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.
-სამომავლო გეგმები როგორია?
-ოლიმპიური თამაშები. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა. ტოკიოში მინდა საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო.