ჭიკაძის შანსი - ჰოლოუეი ვოლკანოვსკისთან ბრძოლას ჩაეხსნა
ავტორი: Salo Qobalia • 8-01-2022, 01:34

ჭიკაძის შანსი - ჰოლოუეი ვოლკანოვსკისთან ბრძოლას ჩაეხსნა
UFC 272-ის ფარგლებში, რომელიც 5 მარტსაა ჩანიშნული, ალექსანდერ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ უნდა დაეცვა. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ მაქსმა ძველი ტრავმა გაიმიზეზა და ბრძოლას ჩაეხსნა.
ჰოლოუეის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვოლკანოვსკი მეტოქის გარეშე დარჩა და სოციალურ ქსელებში ავსტრალიელის მომდევნო მოწინააღმდეგეზე საუბარი აქტიურად მიდის. MmaFighting-ის ჟურნალისტმა, დეიმონ მარტინმა განაცხადა, გიგა ჭიკაძე ერთ-ერთი ვარიანტია.
„თუ გიგა ჭიკაძემ კელვინ კატარი დაამარცხა, იგი ტიტულისთვის ჩხუბისთვის საუკეთესო კანდიდატია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დრო მოსამზადებლად ძალიან ცოტაა. თუ გიგამ ეს ვერ მოახერხა, ვოლკანოვსკისა და სეხუდოს ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“.
მარტინი ერთადერთი არაა, ვინც ვოლკანოვსკისა და ჭიკაძის ბრძოლაზე ლაპარაკობს. სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრმა ქომაგმა დაწერა, რომ ავსტრალიელს სწორედ გიგასა და კელვინ კატარის ბრძოლის გამარჯვებული უნდა დაუპირისპირდეს. საბოლოოდ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჰოლოუეის რამდენი ხანი გაუცდება. თუ მან დიდხანს იუქმა, არის შანსი, რომ გიგასთან ჩხუბის შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლის თარიღი შეიცვალოს და მარტის ნაცვლად, მოგვიანებით გაიმართოს.