ნადალი - ჯოკოვიჩზე: ,,ინფორმაციას ფლობდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა"

ავტორი: Salo Qobalia • 7-01-2022, 01:28



ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ არის და ცნობილი იყო, რომ მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მაინც მისცეს. საბოლოოდ, აჟიოტაჟის შემდეგ, ავსტრალიამ „ნოლეს“ ვიზა გააუქმა.

ჯოკოვიჩი მელბურნში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც ხელისუფლებამ მის განაცხადში შეცდომა შენიშნა. ნოვაკს განუცხადეს, რომ ის დეპორტირებული იქნება, თუმცა მისმა ადვოკატმა ავსტრალიურ ტელევიზიასთან საუბრისას მკაფიოდ დააფიქსირა აზრი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.


ჩოგბურთის ვარსკვლავი, მელბურნში მდებარე სასტუმროში რამდენიმე საათი იჯდა, სანამ ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაარკვევდნენ.

ავტორიტეტულმა გამოცემებმა ლეგენდარულ რაფაელ ნადალს ნოვაკის გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს:

რა თქმა უნდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა, არჩევანის ქონის უფლება ყველას აქვს, თუმცა არჩევანს საკუთარი შედეგები თან ყოველთვის სდევს. გასული თვეების მანძილზე ნოვაკი ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობდა, შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებაა.

 ბუნებრივია, ის სიტუცია, რომელიც დღეს ჩვენს გარშემოა, არ მომწონს. რის თქმაც შემიძლია ისაა, რომ რთული დროა და უამრავი ოჯახი პანდემიის შედეგებს საკუთარ თავზე განიცდის.

 ჩემი გადმოსახედიდან ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. მჯერა, სამედიცინო სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანების და თუ ისინი ამბობენ, რომ უნდა ავიცრათ, უნდა ავიცრათ.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია