ფაჩულია: ''როცა NBA პირველად მოვიგე, მეგობრებისგან შური ვიგრძენი''

ავტორი: Salo Qobalia • 21-12-2021, 01:38



NBA-ს ორგზის გამარჯვებულმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში ''ზაზა ფაჩულია ნოესთან'' NBA-ში პირველივე ტრიუმფი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი ჩემპიონობის შემდეგ შინაურებისგან შური იგრძნო, რაც მისთვის ძალიან სამწუხარო იყო.

''შური ყველაზე ძალიან გამოჩნდა, როცა პირველად NBA-ს ჩემპიონი გავხდი. ყველაზე ძალიან რაზეც გული დამწყდა იყო ის, რომ ვისგანაც არ ველოდი, მასგან ვიგრძენი. შინაურებს ვგულისხმობ, არ დავკონტრეტდები. შურის მომენტი ცხოვრების ნაწილია ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე. სამწუხაროა, მაგრამ ერთ რაღაცას მივხვდი, რომ ამაზე ფიქრი არაფერს მომიტანდა. იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რაც მართლა შოკი იყო ჩემთვის. ჯერ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: მე დავაკელი რამე?''

 ''ადამიანს, რომელსაც მეგობრად თვლი, მასთან გარკვეული ურთიერთობა გაკავშირებს და ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება - NBA-ს ჩემპიონი ვხდები, თუმცა მისგან შურს ვგრძნობ. იყო მომენტი, რომ არ მომილოცეს. ადამიანი, რომ ნიღაბს მოიხსნის, ეგ მომენტი იყო. როცა იცი, ვინ ვინ არის''.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია