ტალახაძე: ''თქვენი ქომაგობა უდიდეს მოტივაციას მაძლევს''
ავტორი: Salo Qobalia • 21-12-2021, 01:37

ტაშკენტში გამართულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში ატაცში ლაშა ტალახაძემ ჯერ 210 კგ. ასწია, მეორე ცდაზე კი 218 კგ, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მეხუთედ გაიფორმა. მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 225 კგ. ასწია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
მან მის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 223 კილოგრამის აწევას გულისხმობდა.
აკვრაში ლაშა ტალახაძემ 247 კგ. ასწია. მეორე ცდაზე კი - 257 კგ, ხოლო მესამე ცდაზე 267 კგ. ასწია და მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ორჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია.
პლანეტის საუკეთესო ძალოსანმა Facebook-ში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
''მოგესალმებით! როგორც იცით, წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი. ოლიმპიადის შემდეგ, ტრავმების გამო, ცოტა გამიჭირდა ფორმაში შესვლა, თუმცა გეგმიური ვარჯიშებით და მკურნალობით, ნორმალური შედეგი მივიღეთ. ძალიან კარგად იასპარეზეს ჩემმა გუნდელებმა, მინდა მივულოცო ყველა მედალოსანს წარმატება. უმედლოდ დარჩენილებს კი, დიდი მადლობა და მომავალ ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, საქართველოს ელჩს უზბეკეთსი : ბატონ ზურა აბდუშელიშვილს, საოცარი მასპინძლობისათვის. დიდი მადლობა ანსამბლ "ალილოს,'' მათ ცოცხლად შეასრულეს ჩემი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჰიმნი, რამაც ბედნიერების ემოციები გაგვიასმაგა. დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებს:
გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს, გია ცირეკიძეს. მათი ღვაწლი ჩვენს წარმატებაში შეუფასებელია. ასევე მადლობა ზურაბ კახაბრიშვილის და მის სამედიცინო გუნდს: გიორგი ჭინჭარაულს და რუსლან ღიბრაძეს, სწორედ ეს ადამიანები ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. და ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ, ჩვენო გულშემატკივარო, თქვენი ქომაგობა გვაძლევს უდიდეს მოტივაციას და გვიასმაგებს პასუხისმგებლობას, ერისა და ქვენის წინაშე! მადლობთ''.
შეგახსენებთ, 28 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა (ჰიუსტონი 2015, ანაჰაიმი 2017, აშხაბადი 2018, ჰატაია 2019).