შენგელიას 4 ქულა - ცსკა-მ პოლონური კლუბი დამაჯერებლად დაამარცხა

ავტორი: Salo Qobalia • 21-12-2021, 01:36



VTB ლიგაში მოსკოვის ცსკა-მ ბოლოადგილოსანი პოლონური ''ზიელონა გორა'' ძალიან დიდი ანგარიშით დაამარცხა (93:59). რუსული გუნდის ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 8 წუთი და 36 წამი გაატარა.

მის ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარებაა. მან ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ქართველ მძიმე ფორვარდს მეორე ტაიმში არ უასპარეზია, რადგან რუსული კლუბი მატჩს მთლიანად აკონტროლებდა და დომინირებდა.

12-გუნდიან ლიგაში ცსკა 6 მოგებითა და 2 მარცხით მ,ესამე ადგილზეა, მხოლოდ ''სარატოვსა'' და ყაზანის ''უნიქსს'' ჩამორჩება.

შენგელიას გუნდის შემდეგი მეტოქე ''ენისეია'', რომელსაც ცსკა 26 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

ახლახანს რუსულმა Sports.ru-მ შენგელიას შესახებ ვრცლად დაწერა: 

„თორნიკე შენგელია ერთ ზაფხულში გადაეწყო. მან სამქულიანის ტრაექტორია ასწია, საჯარიმო ხაზიდან ნასროლი ბურთების პროცენტი გააუმჯობესა და გუნდს უკეთ გრძნობს, ამ ყველაფერმა კი მიგვიყვანა იქამდე, რომ იგი ცსკა-ს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კალათბურთელი გახდა. ქართველი ფორვარდი მეტოქის დაცვასაც წელავს, პასისთვის ვარიანტებსაც ეძებს, შეუჩერებელი ძალით ფარქვეშაც შედის და გაფუჭებული სროლის შემდეგ, მოწინააღმდეგის სამწამიანში მეტოქეებზე წნეხის განხორციელებაც შეუძლია''.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია