7 ლელო და მეოთხე გამარჯვება - შავი ლომი ჯგუფიდან გავიდა
ავტორი: Salo Qobalia • 19-12-2021, 01:46

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ''ფრენჩაიზმა'' ''შავმა ლომმა'' ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრაში ლევან მაისაშვილის გუნდმა სტუმრად ებრაული თელ-ავივის ''ჰიტი'' დაამარცხა (28:52).
სტუმრებმა 7 ლელო დადეს, მათგან 3 შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. აკა ტაბუცაძემ ორი ლელო დადო. ასევე, სანდრო მამამთავრიშვილი და თენგიზ პერანიძე თითო-თითო ლელოთი დაეხმარნენ გუნდს.გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზე 6 გარდასახვა და 1 ჯარიმაა. ასევე, ლუკა მატკავამ 1 გარდასახვა შეასრულა.
შეგახსენებთ, ''შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ''ენისეისთან" (რუსეთი), ''ლოკომოტივი პენზასთან" (რუსეთი) და თელ-ავივის ''ჰიტთან''" (ისრაელი) თამაშობს. დასავლეთ კონფერენციაში „ბრიუსელს დევილზი" (ბელგია), „დელტა" (ნიდერლანდები), „ლუსიტანოს XV" (პორტუგალია) და „იბერიანზი" (ესპანეთი) მოხვდნენ.
პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ''ფრენჩაიზმა'' 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და ერთ შეხვედრაში მოედანი უქულოდ დატოვა. მაისაშვილის გუნდი 19 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ენისეის'' 3 ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან ''ჰიტს'' კი 5 ქულით, ''ლოკომოტივ პენზა'' 5 ქულით აუტსაიდერია. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
''შავი ლომი'' ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ''ენისეის'' წინააღმდეგ ჩაატარებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მატჩის გამართვის თარიღი.
ფოტო: ''შავი ლომის'' პრესსამსახური