მარი ნადალის წინააღმდეგ ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა
ავტორი: Salo Qobalia • 18-12-2021, 22:12

დიდი ხნის შემდეგ, ენდი მარიმ რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო. 2016 წლის მადრიდის მასტერსის შემდეგ, ისინი კორტზე პირისპირ არ წარმდგარან.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნების დაპირისპირება არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში საგამოფენო ტურნირზე შედგა, რომლის ფინალი დღეს გაიმართება. ენდი მარი ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება.
ფინალამდე მე-3 ადგილისთვის მატჩში რაფაელ ნადალი კანადის წარმომადგენელ დენის შაპოვალოვს შეხვდება.
მარიმ ნადალი 2 სეტში - 6:3, 7:5 დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ პრესასთანაც ისაუბრა:
„ამ მატჩში რამდენიმე კარგი რამ გავაკეთე. კორტზე დაბრუნება და რაფასთან თამაში ამდენი მაყურებლის წინაშე ჩემთვის განსაკუთრებულია. კარგად ვაწვდიდი, გრძელ გათამაშებებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი და თამაშის სცენარს ვაკონტროლებდი.
რუბლევთან მატჩში მნიშვნელოვანია იმავენაირად ვითამაშო, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ჩოგბურთელია.
ეს ტურნირები ძალიან კარგია მოთამაშეებისთვის. ისინი გაძლევენ შესაძლებლობას ბევრ რამეზე იმუშაო. ვფიქრობ, ჩოგბურთელები მაშინვე ცდილობენ აქ ითამაშონ ისე, როგორც მათ სჭირდებათ. ეს აყალიბებს ტონს სეზონის მძლავრად დასაწყებად“,
- ციტირებს მარის სიტყვებს ტურნირის ოფიციალური ვებ გვერდი.