სანიკიძე: ,,გეგმის მიხედვით, ევრობასკეტის ჯგუფური მატჩები თბილისში გაიმართება"
ავტორი: Salo Qobalia • 14-12-2021, 01:35

იყო ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის 2022 წლის ევრობასკეტი. ვიზიტის ფარგლებში, FIBA-ს ხელმძღვანელები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის თქმით, თბილისში, ევრობასკეტისთვის მშენებარე დარბაზის პროგრესი შემაშფოთებელია.
დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ვიქტორ სანიკიძემ გადაცემა ,,ტაიმაუტში" დარბაზის მშენებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ:
დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა ვნებათაღელვა გამოიწვია. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ახალ დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იმ დროისთვის არენის მოწყობა ვერ ესწრება. გეტყვით, რომ ევრობასკეტის ჯგუფური მატჩების თბილისში გამართვას საშიშროება არ ემუქრება – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი და იმ დროისთვის ახალი დარბაზი მწყობრში იქნება. ამ პროცესში უშუალოდ პრემიერიც ჩართულია და ყველა შესაბამისი სტრუქტურაა მობილიზებული.
საქართელოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განმარტებითაც, შეხვედრის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ყველაფერი მოესწრება და გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს 2022 წლის ევრობასკეტს.
ახალმა, თანამედროვე სტანდარტების მქონე საკალათბურთო დარბაზმა, 10 000-ზე მეტ მაყურებელი უნდა დაიტიოს.