"ცსკას" იოლი გამარჯვება და შენგელიას ძალიან მაგარი დაფარება
ავტორი: Salo Qobalia • 11-12-2021, 01:39

ევროლიგის მორიგ სათამაშო დღეს მოსკოვის „ცსკამ“ კაუნასში „ჟალგირისი“ იოლად ანგარიშით 51:73 დაამარცხა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო იყო არმიელთა რიგებში ითამაშებდა თუ არა თორნიკე შენგელია, რადგან მას მუხლი აწუხებდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 13:35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ნიკოლა მილუტინოვი გახდა, რომელმაც „ცსკას“ 19 ქულა მოუტანა.
14 ტურის შემდეგ მოსკოველები 9 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო შეხვედრაში შენგელია და კომპანია ყაზანის „უნიქსს“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 15 დეკემბერსაა ჩანიშნული.