უაილდერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ავტორი: Salo Qobalia • 8-12-2021, 19:50

მძიმე წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, დეონტეი უაილდერი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში კარიერა დაასრულოს. ამერიკელი მოკრივის განცხადებით, მან დასახულ მიზანს მიაღწია და დასამტკიცებელი არაფერი აქვს.
დეონტეი უაილდერს პროფესიონალურ დონეზე 45 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც მან 42 დაპირისპირება მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხა.
ამერიკელი მოკრივე 2016-2020 წლებში WBC-ს ქამარს ფლობდა, რომელიც ტაისონ ფიურის დაუთმო. კარიერაში განცდილი ორივე მარცხი უაილდერმა სწორედ ბრიტანელთან განიცადა.
ამ ეტაპზე არაერთგვაროვანი ფიქრები მამოძრავებს, ვინაიდან სპორტის ამ სახეობაში დასახულ მიზნებს უკვე მივაღწიე.
როდესაც ჩემი ქალიშვილი ერთი წლის იყო დავპირდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი და პირობა შევასრულე. ზოგადა, ძალიან ბევრს მივაღწიე და ვგრძნობ, რომ დასამტკიცებელი აღარავისთვის არაფერი მაქვს.
ახლა კი ჩნდება კითხვა, ღირს თუ არა კარიერის გაგრძელება ან დროა წავიდე და სხვა რაღაცებზე ვკონცენტრირდე, - განაცხადა 36 წლის სპორტსმენმა.