გადაიდება “მილანი” - “იუვე”?! - რას წერს იტალიური მედია

ავტორი: Salo Qobalia • 6-01-2021, 12:44


იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "მილანს" უნდა დაუპირისპირდეს. მიუხედავად ამისა, მატჩის ბედი სასწორზე დევს.

"იუვენტუსის" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ალექს სანდრო და ხუან კუადრადო ინფიცირებულნი არიან.

გუნდის სხვა წევრები გამოკვლევას მომდევნო საათების განმავლობაში ჩაიტარებენ, საბოლოო პასუხები კი ცნობილი დილით გახდება. თუ კოვიდ 19-ის შემთხვევები ისევ გამოვლინდება, "ბინკონერი" მილანში ვეღარ წავა და მატჩი გადაიდება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია