ლუკაკუმ ინტერში ლეგენდარული რონალდოს რეკორდი დაამხო

ავტორი: Salo Qobalia • 4-01-2021, 01:03


"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ს მე-15 ტურში "კროტონეს" გაუტანა და ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ასე და ამგვარად, ბელგიელმა ყველა იტალიური ტურნირის ჩათვლით "ნერაძურის" მაისურით რიგით 50-ე გოლი შეაგდო, რისთვისაც მხოლოდ 70 მატჩი დასჭირდა, რაც ახალი რეკორდია.

წინა მიღწევა ბრაზილიელ ფორვარდ რონალდოს ეკუთვნოდა, რომელმაც "ინტერის" რიგებში 50-ე ბურთი 77-ე შეხვედრაში გაიტანა.

"კროტონე" "ინტერმა" 6:2 გაანადგურა. მატჩის გმირი ლაუტარო მარტინესი გახდა, არგენტინელმა ფორვარდმა ჰეთ თრიქი შეასრულა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია