"იუვენტუსმა" შეთავაზება გააკეთა

ავტორი: Salo Qobalia • 4-01-2021, 00:54


მოგეხსენებათ, მედიაში აქტიურად იწერება "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ დავიდ ალაბასადმი. როგორც ცნობილი ხდება, "იუვენტუსმა" და "სიტიმ" შეთავაზება უკვე გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი "რეალს" უახლოვდება.

ახალი კლუბი მზად უნდა იყოს, რომ ალაბას კვირაში 200 000 ფუნტი გადაუხადოს. ამ თანხის გადახდა "ბაიერნს" არ შეუძლია. ავსტრიელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება და ის სავარაუდოდ, "რეკორდსმაიტერთან" ახალ შეთანხმებაზე არ წავა.

ალაბამ მიმდინარე სეზონში 1 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მას საშუალოდ 1 წარმატებული ვარდნა, 1.2 ჩაჭრა და 1.8 ართმევა აქვს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია